Thursday, March 13, 2014

ქართული კულტურის ძეგლები


  1. პროექტის სახელწოდება: ქართული კულტურის ძეგლები
  2. პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას, გაეცნობიან ქართული კულტურის ძეგლებს და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ მეგობრებსა და ახლობლებს.
  3. პროექტის აქტუალობა: ქართული ხელოვნების გაცნობა მეცნიერთა მიერ დაწერილი წიგნებით, ქართული ძეგლების ამსახველი ალბომებით და ინტერნეტის მეშვეობითაც შეიძლება. ინფორმაციის ყველა ეს წყარო ძალიან მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის, რაც დაფიქრებას და გაანალიზებას მოითხოვს. ისტორიული ძეგლების საკუთარი თვალით ნახვას ერთი დიდი უპირატესობა აქვს - უშვალო შთაბეჭდილება, რომელსაც არქიტექტურის, მხატვრობის, ქანდაკების თუ გამოყენებითი ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში აღძრავს.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ კულტურულ  ძეგლებს. შეძლებენ   ინფორმაციის მოძიებას, მცირე კვლევის ჩატარებას და საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას.
  5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა:2თვე
  7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები,ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია.ბლოგის შექმნა მასალების მიხედვით
  8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : ექსკურსიის მოწყობა,მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის გამოყენებით.ფოტო და ვიდეო მასალების მოძიება, ჩანახატების შესრულება. მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით ფოტოალბომის შექმნა,გამოფენა,პრეზენტაციის მოწყობა.
  9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია - გაეცნობიან საქართველოს ცალკეულ ისტორიას, კულტურული ძეგლების როლს საქართველოს ისტორიაში და კულტურულ განვითარებაში. გეოგრაფია - გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს. შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის ლანდშაფტს. კლიმატს.   ქართული ენა და ლიტერატურა - ლიტერატურული  ნაწარმოებების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვი გამოხატვა მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.   ი.ს.ტ - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ბლოგის შექმნა.
  10. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი : ნათია მარუაშვილი
  11. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა : nati.maruasvili@gmail.com
  12. პროექტის ვებ-გვერდი/ბოგი : maruashvili21.blogspot.com