Saturday, September 27, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

მოვამზადე და  წარმოვადგინე ჩემი ნამუშევარი. ასევე მოვუსმინე თანამშრომლებს.გავუზიარე   კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი.
ინტელის ძირითადინ კურსი იყო  ნაყოფიერი, ამომწურავი და უაღრესად საინტერესო!!! ასევე შემიძლია დავახასიათო ჩვენი ტრენერი. მადლობა მას!!!

მე7 და მე8 დღის რეფლექსია

შევისწავლე როგორ გამოვიყენო თექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა  სწავლის  შეფასების მიზნით.
ასევე შევისწალე ფასილიტაციის ტექნოლოგიები,  როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო  პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Friday, September 19, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

შვქმენი პრეზენტაცია თემაზე'' საქართველოს კუთხეების კულტურა"და გამოვაქვეყნე ბლოგზე, ასევე ვისწავლე ბლოგზე ვიდეოს გამოქვეყნება.  შევქმენი პორტფოლიო. ვისწავლე ბლოგზე  დიზაინის შერჩევა და გაჯეტების დამატება.

საქართველოს კუთხეები (ვიდეო)

Sunday, September 14, 2014

მე-4 და მე-5 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე:სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
დავწერე პროექტის მიზნები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
გავეცანი და შევისწავლე შეფასების სქემები.
ასევე შევისწავლე ონლაინ გამოკითხვების ფორმის შექმნა.

Sunday, September 7, 2014

მე-3 დღის რეფლექსია

1.გავაგრძელე მუშაობა ბროშურის შექმნაზე
2.გადავედით მეორე მოდულზე:მოვიძიე სტანდარტები და ინდიკატორები ეროვნული სასწავლო გეგმიდან, 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებისა და განახლებული  ბლუმის ტაქსონომიის ლექსიკონის დახმარებით დავწერე პროექტის მიზანი და ჩავწერე პროექტის შაბლონში.

Friday, September 5, 2014

ინტელის ტრენინგი. პროექტების სწავლება

                                            I და II  დღის რეფლექსია
გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს , განვიხილე  კურსის   თითოეული მოდული ,შევქმენი საქაღალდეები, გავეცანი ასევე  პორტფოლიოს ჩეკლისტს,  რაც დამეხმარება კურსის განმავლობაში ჩემი პროგრესის  შეფასებაში.  გეგმის შაბლონს.  ვნახე სხვისი შექმნილი შაბლონები.ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაში.            

Thursday, March 13, 2014

ქართული კულტურის ძეგლები


  1. პროექტის სახელწოდება: ქართული კულტურის ძეგლები
  2. პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას, გაეცნობიან ქართული კულტურის ძეგლებს და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ მეგობრებსა და ახლობლებს.
  3. პროექტის აქტუალობა: ქართული ხელოვნების გაცნობა მეცნიერთა მიერ დაწერილი წიგნებით, ქართული ძეგლების ამსახველი ალბომებით და ინტერნეტის მეშვეობითაც შეიძლება. ინფორმაციის ყველა ეს წყარო ძალიან მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის, რაც დაფიქრებას და გაანალიზებას მოითხოვს. ისტორიული ძეგლების საკუთარი თვალით ნახვას ერთი დიდი უპირატესობა აქვს - უშვალო შთაბეჭდილება, რომელსაც არქიტექტურის, მხატვრობის, ქანდაკების თუ გამოყენებითი ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში აღძრავს.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ კულტურულ  ძეგლებს. შეძლებენ   ინფორმაციის მოძიებას, მცირე კვლევის ჩატარებას და საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას.
  5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა:2თვე
  7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები,ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია.ბლოგის შექმნა მასალების მიხედვით
  8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : ექსკურსიის მოწყობა,მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის გამოყენებით.ფოტო და ვიდეო მასალების მოძიება, ჩანახატების შესრულება. მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით ფოტოალბომის შექმნა,გამოფენა,პრეზენტაციის მოწყობა.
  9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია - გაეცნობიან საქართველოს ცალკეულ ისტორიას, კულტურული ძეგლების როლს საქართველოს ისტორიაში და კულტურულ განვითარებაში. გეოგრაფია - გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს. შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის ლანდშაფტს. კლიმატს.   ქართული ენა და ლიტერატურა - ლიტერატურული  ნაწარმოებების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვი გამოხატვა მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.   ი.ს.ტ - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ბლოგის შექმნა.
  10. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი : ნათია მარუაშვილი
  11. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა : nati.maruasvili@gmail.com
  12. პროექტის ვებ-გვერდი/ბოგი : maruashvili21.blogspot.com